საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი:

დავით გაბუნია

ვმუშაობთ ყოველდღე:

10:00-დან – 20:00-მდე

მობილური:

+995 593 21 30 31

ელ-ფოსტა:

info[at]websitedesign.ge

შრომითი ხელშეკრულება

გადმოწერეთ აქედან (Microsoft Word 24 kb)

სოციალური ქსელები:
qrgif

მოგვწერეთ

Send messageclear

ყველაზე ხშირად გვეკითხებიან:

რა დრო დაგჭირდებათ შეკვეთის შესასრულებლად?

მაქსიმუმ 7-10 დღეში წარმოგიდგენთ საიტის სამუშაო ვარიანტს. შემდეგ ყველაფერი თქვენი მხრიდან მასალების ოპერატიულად მოწოდებაზე იქნება დამოკიდებული. მცირე ან საშუალო მოცულობის 1-2 ენოვანი საიტის საბოლოოდ დასასრულებლად 1 თვე საკმარისზე მეტია.

რა დაგვჭირდება საიტის დამზადების გარდა?

თქვენ დაგჭირდებათ საიტისთვის დომენისა და სივრცის(სერვერის, ჰოსტინგის) შეძენა. ჩვენ არცერთს არ ვყიდით, მაგრამ დაგეხმარებით როგორც ერთის, ისე მეორეს შეძენაში.

რა არის დომენი და სად შევიძინოთ?

დომენი საიტის მისამართია. უცხოურ აუდიტორიაზე გათვლილი საიტისთვის .com .net .org დომენების აღება ჯობია, ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი საიტისთვის რეკომენდირებულია .ge დომენის აღება(ყოველწლიურად 30 ლარი). ამისთვის უნდა შეავსოთ, გააგზავნოთ და ამობეჭდოთ ეს ფორმა, შემდეგ მიხვიდეთ კავკაზუსის ოფისში და დაარეგისტრიროთ დომენი. დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით როგორც ფორმის შევსებაში, ისე კავკაზუსთან ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.

რისთვის გვჭირდება სივრცე და რა დაგვიჯდება?

მარტივ ენაზე სივრცე, ჰოსტინგი, იგივე სერვერი არის თქვენი საიტის მისამართზე მიბმული ადგილი, სადაც ფიზიკურად დევს თქვენი საიტის ფაილები. ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი საიტი ჯობია ქართულ სერვერზე განთავსდეს. 2014 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე სოლიდურ ჰოსტინგ კომპანიებად ითვლება proservice.ge და serv.ge (წელიწადში 60-90 ლარამდე) დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით ჰოსტინგის შეძენის პროცესში.

რა სახით უნდა მოგაწოდოთ საიტის მასალები?

ლოგო მოგვაწოდეთ Corel ან Adobe Illustrator-ის ფაილის სახით. ფოტოები მოგვაწოდეთ მაქსიმალურ ზომებში და მაქსიმალური ხარისხით. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. ტექსტური მასალა უნდა მოგვაწოდოთ აკრეფილი MS Word-ის ფაილის სახით. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს უნიკოდ UTF-8 სტანდარტის შრიფტით, მაგალითად Sylfaen.

შედის თუ არა ფასში ლოგოს დამზადება?

ლოგო თუ არ გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დიზაინის ჩვენი ვარიანტი, მაგრამ საიტის ფასში ეს მომსახურება შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი მოცულობის საიტზე ვმუშაობთ.

შევძლებ თუ არა საიტზე ცვლილებების შეტანას?

რასაკვირველია და ეს იმაზე მარტივია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. თქვენს საიტს ექნება მაქსიმალურად მოსახერხებელი და მარტივი მართვის პანელი. გარდა ამისა, საიტის დამთავრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ დეტალურ ვიდეო ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ საიტზე ცვლილებების შეტანაში.

როგორ მოხდება ანგარიშსწორება?

შესაძლებელია ხელზეც და გადმორიცხვითაც, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შრომითი ხელშეკრულების ფორმა შეგიძლიათ გადმოწეროთ მარცხნივ, საკონტაქტო ინფორმაციაში არსებული ლინკიდან.

დანარჩენი ხშირი შეკითხვები იხილეთ აქ