ხშირი შეკითხვები:

რა დრო დაგჭირდებათ შეკვეთის შესასრულებლად?

შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 7-10 დღეში წარმოგიდგენთ საიტის სამუშაო ვარიანტს. დიზაინის შეთანხმების შემდეგ, ყველაფერი თქვენი მხრიდან მასალების ოპერატიულად მოწოდებაზე იქნება დამოკიდებული. მცირე და საშუალო მოცულობის 1-2 ენოვანი საიტების საბოლოოდ დასასრულებლად 1 თვე საკმარისზე მეტია.

რა დაგვჭირდება საიტის დამზადების გარდა?

საიტის დამზადების გარდა, თქვენ დაგჭირდებათ ჰოსტინგისა და დომენის შეძენა. ჩვენ არცერთს არ ვყიდით, მაგრამ დაგეხმარებით როგორც ერთის, ისე მეორეს შეძენაში.

რა არის დომენი და სად შევიძინოთ?

დომენი საიტის მისამართია. უცხოურ აუდიტორიაზე გათვლილი საიტისთვის .com .net .org დომენების აღება ჯობია, ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი საიტისთვის რეკომენდირებულია .ge დომენის აღება(ყოველწლიურად 30 ლარი). ამისთვის უნდა შეავსოთ და ამობეჭდოთ ეს ფორმა შემდეგ მიხვიდეთ კავკაზუსის ოფისში და დაარეგისტრიროთ დომენი. დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით როგორც ფორმის შევსებაში, ისე კავკაზუსთან ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.

რა არის ჰოსტინგი და რისთვის გვჭირდება?

მარტივ ენაზე ჰოსტინგი, იგივე სერვერი არის თქვენი საიტის მისამართზე მიბმული ადგილი, სადაც ფიზიკურად დევს თქვენი საიტის ფაილები. ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი საიტი ჯობია ქართულ სერვერზე განთავსდეს. 2014 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში ყველაზე სოლიდურ ჰოსტინგ კომპანიებად ითვლება proservice.ge და serv.ge(წელიწადში 60-90 ლარი) დაგვიკავშირდით და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით ჰოსტინგის შეძენის პროცესში.

რა სახით უნდა მოგაწოდოთ საიტის მასალები?

ფოტოები მოგვაწოდეთ მაქსიმალურ ზომებში და მაქსიმალური ხარისხით. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
ტექსტური მასალა უნდა მოგვაწოდოთ აკრეფილი MS Word-ის ფაილის სახით. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს უნიკოდ UTF-8 სტანდარტის შრიფტით(Sylfaen).

როგორ მოხდება ანგარიშსწორება?

შესაძლებელია ხელზეც და გადმორიცხვითაც, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შრომითი ხელშეკრულების ფორმა შეგიძლიათ გადმოწეროთ კონტაქტის გვერდზე არსებული ლინკიდან.

შევძლებ თუ არა საიტზე ცვლილებების შეტანას?

რასაკვირველია და ეს იმაზე მარტივია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. თქვენს საიტს ექნება მაქსიმალურად მოსახერხებელი და მარტივი მართვის პანელი. გარდა ამისა, საიტის დამთავრების შემდეგ, თქვენ მიიღებთ დეტალურ ვიდეო ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ საიტზე ცვლილებების შეტანაში.

რა იგულისხმება საიტის განახლებაში?

საიტის განახლება მხოლოდ ახალი ტექსტური ან ფოტო მასალის განთავსებას არ გულისხმობს. ამაში ტექნიკური მომსახურებაც იგულისხმება. მაგალითად, საიტის სარეზერვო ვერსიის(Backup) დამზადება, საიტის უსაფრთხოების პერიოდული მონატორინგი, ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაში საიტის აღდგენა, სერვერის ტექნიკურ პერსონალთან ურთიერთობა და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ გაგვიახლოთ ჩვენი საიტი?

დიახ, თუ საიტი ჩვენი დამზადებულია. განახლება უფასოა პირველი 1 თვის განმავლობაში, შემდეგ ფასი 30 ლარიდან იწყება ყოველთვიურად და იზრდება განახლების სიხშირის მიხედვით. სხვისი დამზადებული საიტების განახლებაზე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ვმუშაობთ.

რას ნიშნავს თავსებადი(RESPONSIVE) დიზაინი?

თავსებადი, იგივე ადაპტიური დიზაინის დანიშნულებაა საიტი თანაბრად სრულყოფილად აჩვენოს ნებისმიერი დიაგონალის დისპლეის მქონე ნებისმიერ დივაისზე – სმარტფონებზე, პლანშეტებზე, ნოუთბუქებზე, სმარტ-ტელევიზორებზე. თანამედროვე საიტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობას.

რა არის SEO - საძიებო ოპტიმიზაცია?

Search engine optimization(SEO), იგივე საძიებო ოპტიმიზაცია არის საძიებო სისტემაში(Google) კონკრეტული საძიებო სიტყვების მიხედვით საიტის პოზიციის გასაუმჯობესებლად აუცილებელი ღონისძიებების ერთობლიობა. რაც უფრო მაღალია პოზიცია, მით მეტი მნახველი ჰყავს საიტს. განასხვავებენ შიდა და გარე საძიებო ოპტიმიზაციას.

რომელი საძიებო სისტემა იგულისხმება?

Google, რადგან საძიებო ბაზრის 80%-ზე მეტი ამ საძიებო სისტემას უჭირავს. Bing-ის წილი ძალიან ნელა იზრდება, ხოლო Yahoo, როგორც საძიებო სისტემა, რამდენიმე წელიწადში საერთოდ აღარ იარსებებს.

რისგან შედგება შიდა საძიებო ოპტიმიზაცია?

robots.txt და .htaccess ფაილების კონფიგურირებას, საიტის sitemap.xml და RSS feed-ის შექმნას, საიტის მთავარი ქივორდების შედგენას, კონტენტის ოპტიმიზაციას, გვერდების მეტა-ტეგების, ასევე ფოტოების alt ატრიბუტების გაწერას, url კანონიზაციას, მუდმივი ბმულების დაყენებას, გვერდების ურთიერთ გადალინკვას და ა.შ.

რა არის ქივორდები?

ქივორდები იგივე საძიებო სიტყვებია, რომელთა მიხედვითაც Google ახდენს საიტის რანჟირებას. მაგალითად, თუ თქვენი საიტი ეხება ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, თქვენი ერთ-ერთი მთავარი ქივორდი იქნება “ბავშვის განვითარება”. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ Google-მ ამ ქივორდზე თქვენი საიტი პირველ გვერდზე და რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე გამოიტანოს.

რა არის robots.txt ფაილი?

ეს არის ტექსტური ფაილი, რომელიც Google-ის მიერ საიტის ინდექსაციას(აღქმას) მართავს. ფაილში გაწერილი უნდა იყოს საიტის ის გვერდები, რომელიც საძიებო სისტემამ უნდა ან არ უნდა დააინდექსოს. გაეცანით Google-ის რეკომენდაციებს

რა არის .htaccess ფაილი?

სერვერის კონფიგურაციის ფაილია, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს, მაგრამ SEO-ში გამოიყენება ლინკების კანონიზაციისათვის, რათა საძიებო სისტემამ http://site.com და http://www.site.com სხვადასხვა საიტებად არ აღიქვას.

რა არის sitemap.xml ფაილი?

საძიებო სისტემისთვის განკუთვნილი ე.წ. საიტი რუკა. მისი დახმარებით, საძიებო სისტმა ხედავს თქვენი საიტის ყველა იმ გვერდს, რომლებიც უნდა დააინდექსოს და Serp-ში გამოაჩინოს.

რა არის მეტა-ტეგები?

თქვენი საიტის გვერდების title(სათაური), description(აღწერა) და keywords(საძიებო სიტყვები), რაც საძიებო სისტემას საშუალებას აძლევს განსაზღვროს გვერდების რელევანტურობა.

რა არის მუდმივი ბმულები(permalinks)?

საიტის რანჟირებისთვის სასარგებლოა, რომ თქვენი საიტის გვერდებისაკენ მიმავალი ბმულები ბრაუზერის ადრეს-ბარში გამოიყურებოდეს არა ასე: http://websitedesign.ge/?page_id=1108 არამედ ასე: http://websitedesign.ge/services ასეთ ბმულებს ეწოდება მუდმივი ბმულები, იგივე პერმალინკები(permalinks).

რა არის გვერდების ურთიერთ გადალინკვა?

საიტის გვერდებზე სხვა დანარჩენი გვერდების ბმულების განთავსებას. ამით უმჯობესდება საიტი იუზაბილითი, მომხარებელი უფრო ადვილად პოულობს საჭირო ინფორმაციას. სწორად გაკეთებული გადალინკვა საძიებო ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად კრეატიული იქნება თქვენი დიზაინი?

კრეატიულობა კარგია, მაგრამ მთავარი არ არის. სარეკლამო კომპანია HubSpot-ის შარშანდელი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% უპირატესობას მოხერხებულ ნავიგაციას და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოძებნას ანიჭებს. კრეატიული დიზაინი პირველ ადგილზე მხოლოდ 10%-მა დაასახელა. თუ თქვენი საიტი კომერციული დანიშნულებისაა, ზედმეტად კრეატიული დიზაინი ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი შეიძლება იქცეს.

შეგიძლიათ თუ არა ლოგოს დამზადება?

ლოგო თუ არ გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დიზაინის ჩვენი ვარიანტი, მაგრამ საიტის ფასში ეს მომსახურება არ შედის.

დაგრჩათ შეკითხვები?
მაშინ
დაგვიკავშირდით